ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხას 12 პროექტი დაემატა

0

ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით 4138000 ლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში დაიხარჯება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფის, მერაბ კოსტავას, შოთა რუსთაველისა და წისქვილის ქუჩებზე მოეწყობა ქვაფენილები, ს.ს.ორბელიანის ქუჩაზე გაკეთდება ტროტუარები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება №2 საბავშვო ბაღის შენობას, სანიაღვრეები მოეწყობა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ასევე დაბა კაზრეთში გაგრძელდება ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2018 წელს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურა რჩება. ამ კუთხით ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 6633000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული ცვლილებები ადგილობრივ ბიუჯეტში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
„სხდომაზე გატანილი გვქონდა 16 საკითხი. ეს იყო ზოგადი ცვლილებები საკრებულოს რეგლამენტში, სოციალურ პროგრამაში, ქონების საკითხებში და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ახალი ფრაქციის შექმნა საკრებულოში, ეს არის ფრაქცია „მწვანეთა მოძრაობა“. ასევე გამოვყოფდი ცვლილებას ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც დავამტკიცეთ დღეს. ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოგვეყო 3 017 550 ლარი, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით დაემატა 1 120 000 ლარი, აღნიშნული თანხები გადანაწილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩვენი სამუშაო პროგრამის მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურა რჩება და ამ კუთხით საკმაოდ ბევრი პროექტია დაგეგმილი მიმდინარე წელს, რაც ვფიქრობ დადებითად აისახება როგორც მუნიციპალიტეტის იერსახეზე, ასევე მოსახლეობაზე“. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა.


Share.

Leave A Reply