საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა ღვაწლმოსილ ბოლნისელს, რეზო ჩუბინიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქრად “ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი” ოთხტომეული გადასცა, წიგნში გაერთიანებულია სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული მასალები – უტყუარი ამბები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.
“დღეს ღვაწლმოსილ ბოლნისელს, რეზო ჩუბინიძეს 80 წლის იუბილე მივულოცე. ბატონ რეზოს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.”- განაცხადა გოგი მეშველიანმა.