დაბა კაზრეთის კულტურის სახლში ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“, ასოციაცია ,,ანიკას” და კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დღის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერი კონცერტი. ჯგუფმა ,,გამოუვალი მდგომარეობა” გააერთიანა შეკრებილი ადამიანები და კიდევ ერთხელ დააწმუნა საზოგადოება, რომ ინკლუზია გვაერთიანებს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია და მათ სურთ იყვნენ ისეთები, როგორც საზოგადოების სხვა წევრები. გადაჭედილი დარბაზი ოვაციით ხვდებოდა მუსიკოსების გამოსვლას და შშმ პირების მხარდასაჭერ გზავნილებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შშმ პირები, მოსწავლეები, მშობლები, თემის წარმომადგენლები. კონცერტმა დიდი მოწონება დაინსახურა.