სოფელ მარტყოფში სპეციალურად გამოყოფილ 12 ჰექტარ მიწის ფართობზე კომპანია „არემჯი“ აგრძელებს ტყის განაშენიანების პროცესს.
გამწვანების აქციის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლების შემდეგ, 3000-მდე ელდარის და შავი ფიჭვის ნერგი საქართველოს ტექტიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა დარგეს.
„არემჯი“ გამწვანების აქციას საკუთარი გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მასშტაბური დარგვითი სამუშაოები გაზაფხულზე გაგრძელდება. კომპანია აღნიშნულ ნარგავებს 5 წლის განმავლობაში მოუვლის.