კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის სასწავლო დაწესებულებებში მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს ჯამში 70 ათასი დაიხარჯა.
დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის დირექციის თხოვნის საფუძველზე, სკოლის სამივე სართულზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სველ წერტილებს და მთლიანად გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა.
№2 საჯარო სკოლაში სრულად გარემონტდა 152 მ2 ფართის სააქტო დარბაზი. დაიგო ახალი იატაკი, დამონტაჟდა სპეციალური განათება და ფარდა-ჟალუზები.
R