ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში სიახლეა

0

სექტემბრიდან პარკში მისულ დამსვენებელს სავარჯიშო ტრენაჟორების ოთახი დახვდებათ. სამი ერთეული სავარჯიშო ტრენაჟორი დროებით ტენისის დარბაზშია განთავსებული. როგორც პარკის დირექტორმა აღნიშნა, სავარჯიშოდ ამფითეატრის დარბაზი გამოიყოფა, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სველი წერტილებით აღიჭურვება.

მადონა ჭელიძე ბოლნისის კულტურის და დასვენების პარკის დირექტორი:

– პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით შერაზადიშვილს გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე სავარჯიშო ტრენაჟორებით სარგებლობა მსურველებს ტენისის დარბაზში შეეძლებათ, იქნება სხვადასხვა პაკეტები, რომლის ტარიფები უახლოეს პერიოდში დადგინდება.


Share.

Leave A Reply