მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი ოჯახში ძალადობის შესახებ

0

13 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი ოჯახში ძალადობის შესახებ სახელწოდებით „არა ძალადობას“ .ტრენინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ქალთა ოთახის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორმცოდაათზე მეტი ქალბატონი  ესწრებოდა.

„დღევანდელი ტრენინგი გაცნობით ხასიათს ატარებდა და შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთას, ძალადობას მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ 2017 წლის 4 მაისს №761 ბრძანების გაცნობას. რაც მოიცავს, თუ როგორ უნდა დაიცვან ძალადობის მსხვერპლმა ქალბატონებმა თავი, ან როგორ უნდა გაუწიონ სხვებს დახმარება. ეს არის ციკლი, რომელიც გაგრძელდება და ფართო მასშტაბს მოიცავს სამომავლოდ. ჩატარდება ტრენინგები თითოეულ სოფელში, ეთნიკური უმცირესობებისთვის, რადგან ხშირია შემთხვევები ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით. ტრენინგის მიზანია მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდნენ ქალბატონები“. -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ გედენრულ საკითხებში ფატი ტვილდიანმა.

ფიქრია ყაველაშვილი,. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იურისტი, ბოლნისის მკვიდრი:

-დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, საკმაოდ დროულია კანონში შესული ცვლილებები ძალადობასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია რომ მუნიციპალიტეტი გვერდში გვიდგას და გვეხმარება ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარებაში. მე პირადად მზად ვარ ყოველთვის დავესწრო არაერთ ტრენინგს, გვერდში დავუდგე ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს.


Share.

Leave A Reply