დავით შერაზადიშვილი გერმანული საქველმოქმედო ფონდის ,,ებერჰარდ შიოკის” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი გერმანული საქველმოქმედო ფონდის ,,ებერჰარდ შიოკის” აღმასრულებელ დირექტორს პეტერ მიოლერს შეხვდა.
ფონდის დირექტორმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ბოლნისში განხორციელებული საბავშვო მოედნის პროექტში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
,, ფონდის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. რომ არა თქვენი გვერდში დგომა , ეს პროექტი ვერ შედგებოდა ასე წარმატებით. ეს არ არის მხოლოდ გერმანული პროექტი, ეს არის ქართულ-გერმანული პროექტი და რჩება ბოლნისს გერმანელი მიგრანტების 200 წლის იუბილეთან დაკავშირებით”,- აღნიშნა პეტერ მოელერმა.
დავით შერაზადიშვილმა სტუმარს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აქცენტი ქართულ-გერმანულ ურიერთობებზე გააკეთა.
შეხვედრის ბოლოს მასპინძელმა საპატიო სტუმართან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.


Share.

Leave A Reply