გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარემოსა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ დარბაზის გზისპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. 3 კილომეტრიანი მონაკვეთი ბოლნისისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს. მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერარაზადიშვილმა მიიღო.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკშირებულ აქტივობაში მოხალისეობრივად ჩაერთო სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბოლნისის რეგიონული სასწავლო ცენტრიც.
მომდევნო დასუფთავების აქცია 9 ივნისს, სოფელ ნახიდურში გაიმართება.


Share.

Leave A Reply