სოფელ ბალიჭში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა

0

უხვმა ნალექმა სოფელ ბალიჭის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ორ კვირიანი თითქმის გადაუღებელი წვიმების გამო დაზიანდა სოფლის სავალი გზა, მთის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი მოსახლეობის ეზოებში შევარდა და სარდაფები დაუტბორა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ადგილზე ბოლნისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე მივიდა და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.


Share.

Leave A Reply