ღონისძიება სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში

0

ასოციაციას „მაკლეინი ბავშვებისთვის“ სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლამ წლიური ანგარიში  ჩააბარა. ღონისძიებაზე აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა როგორც სახელმწიფო, ასევე ინგლისურ ენაზე სხვადასხვა მხატვრული ნომრები შეასრულეს და უფასო წრეებიდან მიღებული განათლებით აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებმა ასევე ინგლისურ ენაზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზეც ისაუბრეს, რაც ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ასოციაცია „მაკლეინის“ წარმომადგენელის ჯერემი გასკილისათვის.

ასოციაცია „მაკლეინი ბავშვებისთვის“ საქართველოში 5 საჯარო სკოლასთან მეგობრობს, მათ შორის ნახიდურის საჯარო სკოლა ერთად-ერთი არაქართულ ენოვანი საგანმანათლებლო კერაა და როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი მიზანია ისეთი სკოლების დახმარება და თანადგომა, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა რესურსებსა და სერვისებზე.

წლიურ ანგარიშს ნახიდურის საჯარო სკოლაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა.

იამზე სვანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

-ნახიდურის საჯარო სკოლამ გარკვეულწილად ანგარიში ჩაგვაბარა. სასიამოვნოა რომ ასოციაცია მაკლეინის თანადგომით სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა უფასო წრეები და  შედეგიც სახეზეა. ბავშვებმა თავიანთი უნარები წარმოადგინეს ძალიან კარგად. მინდა მათ მივულოცო წარმატებული სასწავლო წელი, ვინაიდან ამ სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ასე ერთიანობით კარგი შედეგიც დაიდო.

ნიკა ზიბზიბაძე, ასოციაცია „მაკლეინი ბავშვებისთვის“ რეგიონული პროგრამების მენეჯერი:

-ორგანიზაცია ცდილობს შეარჩიოს ისეთი სკოლები, სადაც არის რესურსების ნაკლებობა, რომ ხელი შევუწყოთ მათ მომავალ განვითარებას და არაფორმალური განათლების შეტანას სკოლაში. ასევე მინდა აღვნიშნოთ, რომ ამ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იდება როგორც აკადემიური, ასევე არაფორმალური თვალსაზრისით.

კახა ჩუბინიძე, ნახიდურის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი:

-ჩვენ უკვე  მესამე წელია ვმეგობრობთ „მაკლეინის“ ორგანიზაციასთან და მათი დაფინანსებით 15 უფასო წრე გვაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო აღნიშნულ ორგანიზაციას ასეთი მხარდაჭერისთვის.


Share.

Leave A Reply