ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე საიუბილეო წელი ბოლნისში საზეიმოდ აღინიშნა

0

ბოლნისში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე საბჭოთა კავშირის გმირის, უკრაინელი კაპიტნის ვლადიმერ მიხაილის ძე რუჟინის საფლავი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს , სამამულო ომის ვეტერანებისთვის კი კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის ,,სიონის“ მომღერლებმა პატრიუოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიება ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალთან გაგრძელდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალეები შეიკრიბნენ, 72 წლის წინ ფაშიზმზე ბრწყინვალე გამარჯვება გაიხსენეს და გარდაცვლილი მეომრების პატივსაცემად მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შინმოუსვლელთა მემორიალთან ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ერთად ესწრებოდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვეტერანებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ,გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათები გადასცა.
ღონისძიების დასრულების შეგდეგ ვეტარნებისთვის საზიემო სადილი გაიმართა.
ბოლნისში დღეის მდგომარეობით 11 ვეტერანია რეგისტრირებული. ყველა მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 , ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარი ჩაერიცხა.


Share.

Leave A Reply