ტრენინგი თემაზე „თემში მცხოვრები ქალების გაძლიერება

0

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები სამართლიანობისთვის“ ბოლნისში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა კულტურისა და დასვენების პარკის  საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონის ქალთა სახლების ხელმძღვანელებისთვის ჩატარდა. მოწვეულმა ტრენერებმა  პროექტის „რეგიონის ქალთა სახლების ორგანიზაციული განვითარება“ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „თემში მცხოვრები ქალების გაძლიერება“. პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ქალბატონებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ პოლიტიკოსებს, მოისმინონ მათგან სახელმწიფოში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო თემაზე. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისაუბრა.

„ქალები სამართლიანობისთვის“ 2015 წელს დაფუძნდა, ორგანიზაციის მიზანია შექმნას ძლიერ დემოკრატიულ პრონციპებზე დაფუძნებული ქალთა ორგანიზაცია. „ქალები სამართლიანობისთვის“ ბაზაზე მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა და სოფლებში დაფუძნდა „ქალთა სახლები“, რომლის საშუალებითაც ქალები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ორი „ქალთა სახლი“ ფუნქციონირებს.


Share.

Leave A Reply