წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ღონისძიებით აღნიშნა. გაიმართა ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის „ჩემი ევროპული საქართველო“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.