,,საუკუნის მკვლელობა’’ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

0

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ,,ბოლნელები საქართველოსთვის -2017-ის’’ ფარგებში ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და შემოქმედებითი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივის“ მხარდაჭერით ბოლნისში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე აღინიშნა. მოეწყო შემეცნებითი გამოფენა – ექსპოზიცია, სადაც თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მუზეუმის ექსპოზიცია და სახვითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა. კულტურის სახლის სცენაზე კი ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ,,საუკუნის მკვლელობა’’ითამაშა, რომელიც ასახავდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს. საიუბილეო თარიღი წელს ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ინციატივით აღინიშნება და ტურნე საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
ბოლნისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში სამდღიანი ღონისძიებებია დაგეგმილი, 26 მაისს მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.


Share.

Leave A Reply