საინტერესო პროექტი ახალგაზრდა შემოქმედებისთვის

0

გარემოს დაბინძურება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პროექტია, სწორედ ამიტომ გაიწერა პროექტი ,,სტარტ არტი გარემოს დასაცავად”, რომლის მეშვეობითაც ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

“სტრიტ არტი გარემოს დასაცავად” წარმოადგენს „კავკასიური სახლი“-ს მიერ ორგანიზებული პროექტის „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივის“ მონაწილე ახალგაზრდების ინიციატივას, რომელიც ხორციელდება კავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert-ის დახმარებით. თანამედროვე სამყაროში, სტრიტ არტი საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებად გადაიქცა. გრაფიტი და ფერადი კომპოზიციები ადვილად იქცევს ყურადღებას, შესაბამისად, შესაძლოა ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. კიდევ ერთი მიზეზი, რაც სტრიტ არტის ეფექტურობას განაპირობებს, არის ის, რომ ის არ არის გათვლილი კონკრეტულ მნახველზე, არამედ ხელმისაწვდომია ყველასთვის. დღეს ბევრი ე.წ სტრიტ არტის შემქმნელი ცდილობს საკუთარი ხელოვნებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა ომი და კონფლიქტები, გარემოს დაბინძურება და სხვა. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან შესაძლებლობა მიეცემათ განათავსონ თავიანთი ნამუშევრები გარემოს დაცვის თემაზე საკუთარ ქალაქში, მათთვის სასურველ ადგილას. პროექტის მონაწილეები მაისის ბოლოს, თბილისში დაესწრებიან ერთდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება გარემოს დაცვასთან დაკავშრებული საკითხები. გარდა ამისა, გამოცდილი ქუჩის ხელოვანები ჩაატარებენ მასტერკლასს პროექტის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შექმნან ერთობლივი ნამუშევარი თბილისში. მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორების მიერ. საკუთარ ქალაქებში დაბრუნების შემდეგ, პროექტის მონაწილეები დაიწყენებ მუშაობას საკუთარ ნამუშევრებზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ მურალებზე მუშაობის გამოცდილება, დაინტერესებული არიან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებით და სურთ, საკუთრი წვლილი შეიტანონ ქალაქის განვითარებაში. პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნამუშევრის შექმნისთვის საჭირო მასალებით. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 5 მონაწილე, რომელთაც გადაეცემათ სიმბოლური ჰონორარი. თბილისში მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორების მიერ.


Share.

Leave A Reply