საგანმანათლებლო პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება ბოლნისში

0

პროექტ ,,მომავლის თაობის” ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში  ქვემო ქართლის  მუნიციპალიტეტების  საჯარო და კერძო სკოლების  მიერ შემუშავებული  პროექტების განხილვა-პრეზენტაცია გაიმართა.

პროგრამა  საქართველოში  მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია სამოქალაქო  განათლების , როგორც საგნის სწავლების გაუმჯობესება და ასევე მოსწავლეებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

ინგა პაიჭაძე, ორგანიზაცია სიქას აღმასრულებელი დირექტორი: თებერვალში,  ახალგაზრდულ ფორუმზე უფროსკლასელთა მიერ შემუშავდა ხუთი პროექტი, სწორედ  ამ პროექტების შემაჯამებელი  ღონისძიება ჩატარდა დღეს. პროექტები ძირითადად  მიმართულია თემის ცნობიერების ამაღლების და კონკრეტული სათემო პრობლემების მოგვარებაზე.

სალომე რეხვიაშვილი, პროექტის მონაწილე:   რაჭისუბნის,  მუხრანას და სავანეთის საჯარო სკოლებმა ერთობლივად დავწერეთ პროექტი „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.  სამწუხაროდ დღეს ადამიანები ნაკლებად ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრებით და ჩვენი სურვილია  აღნიშნული პროექტით  თანატოლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესზე. დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორებმა მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ბოლნისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებს,  ხელმძღვანელს კობა ჟღენტს  და   საკლუბო, სამუზეუმო  და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელს თეონა აბრამიშვილს.

პროექტს საქართველოში ახორციელებს PH international, USAID-ის დაფინანსებით, რომლის პარტნიორიასიქა. ქვემო ქართლის რეგიონში


Share.

Leave A Reply