დაბა კაზრეთში გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში 19 წლამდე ჭაბუკთა შორის.
შეჯიბრი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ორგანიზებით გაიმართა და მასში ოცდათხუთმეტი (60-70-80-100) სხვადასხვა წონითი კატეგორიის სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
60კგ. წონით კატეგორიაში მკლავჭიდში ჩემპიონი გახდა ლაშა კოდელაშვილი, 70 კგ. წონით კატეგორიაში ბადო ბერიანი, 80 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა ბერიანი, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში+100 კვლავ ნიკა ბერიანმა მოიპოვა გამარჯვება.
აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით, სიგელებითა და გარდამავალი თასით დაჯილდოვდნენ.