მუნიციპალიტეტის გამგებელმა სახლების გადახურვის სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა

0

ზაურ ნინიაშვილი იმ ოცდახუთ ოჯახს შორის ერთ-ერთია, ვისაც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით პრობლემა მოუგვარდა. მისი ნატვრა რეალობად იქცა, სახლს, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს სახურავი დაზიანებული ჰქონდა, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით იმ ოჯახებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ინფრასტრუქტურული პრობლემები უგვარდებათ. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განცხადებების საფუძველზე ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და 87 ოჯახის მოთხოვნა დააკმაყოფილა. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 საცხოვრებელი სახლი გადაიხურება, პროგრამა გრძელდება და კომისიის მიერ შესწავლილ ოჯახებს ეტაპობრივად მოუგვარდებათ აღნიშნული პრობლემა. ნინიაშვილების ოჯახი დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა.


Share.

Leave A Reply