დავით შერაზადიშვილმა N4 საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დღეს ქალაქ ბოლნისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა. დავით შერაზადიშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების “ ხელმძღვანელთან ერთად მივიდა. N 4 საბავშვო ბაგა-ბაღში ევროსტანდარტების შესაბამისი კაპიტალური რემონტი 2018 წელს განხორციელდება. წელს კი ბაღს აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდება. წელსვე დაიწყება ბაღიში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან 9 ევროპული სტანდარტებით რეაბილიტირებულია. დარჩენილი 3 საბავშვო ბაგა-ბაღის კაპიტალური რემონტი მომავალ წელს განხორციელდება.


Share.

Leave A Reply