ბოლნისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღება იწყება

0

ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აცხადებს მიღებას ახალი, 2017-2018 სასწავლო -სააღმზრდელო წლისთვის.
საბავშვო ბაღში ბავშვის მისაღებად მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს იმ კონკრეტულ საბავშვო ბაღს, სადაც სურს შვილის ჩარიცხვა.

საბავშვო ბაღში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ;
2. ბავშვის ფოტოსურათი 2 ცალი;
3. მშობლ(ებ)ის პირადობის ასლ(ებ)ი;
4. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
5.ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნოტარიულად დამოწმებული;
7. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ა(ა)იპ “ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღი) სამუშაო რეჟიმის დებულება“-ის მე-17 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
1. საბავშვო ბაღში, აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესში, პრიორიტეტები ენიჭებათ:
ა) ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ) იმ აღსაზრდელებს, რომელთა ოჯახის წევრებიც მუშაობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
გ) საბავშვო ბაღის პერსონალის შვილებს;
დ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების შვილებს;
ე) ობოლი და მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე ბავშვებს;
ვ)კონკრეტულ საბავშვო ბაღში მოსიარულე აღსაზრდელების დედ-მამიშვილებს;
ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახის შვილებს;
თ) მარტოხელა დედის შვილებს.

3. საბავშვო ბაღებში ბავშვთა ჩასარიცხად საბაზისო კონტიგენტის რეგისტრაცია იწყება მიმდინარე სასწავლო წლის ივნისის პირველი სამუშაო დღ(ეებ)იდან და წყდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საბუთების მიღება გაგრძელდება ასევე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ ამ პუნქტში განსაზღვრული ვადის განმავლობაში სააღმზრდელო ჯგუფების (საბაზისო) შევსების შემთხვევაში, ამ კატეგორიის კონტინგენტი ჩაირიცხება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვში.
4. საბავშვო ბაღში ადგილის გამოთავისუფლების შემთხვევაში სააღმზრდელო ჯგუფში აღსაზრდელის ჩარიცხვა განხორციელდება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვიდან, სადაც უპირატესობა მიენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული და ჩარიცხვის პრიორიტეტით მოსარგებლე კონტინგენტს, ხოლო აღნიშნულ კონტინგენტს შორის ჩარიცხვაზე თანაბარი პირობების არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ აღსაზრდელებს, რომელთა ჩარიცხვის თაობაზე განაცხადი უფრო ადრე იქნა დარეგისტრირებული.

ზემოთ აღნიშნულის და საბავშვო ბაღებში თავისუფალი ადგილების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, გთხოვთ, დროულად მიმართოთ საბავშვო ბაღებს ბავშვის რეგისტრაციის მიზნით.
არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში არ მოხდება ბავშვის საბავშვო ბაღში ჩარიცხვა.

ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“-ის ადმინისტრაცია


Share.

Leave A Reply