ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მასშტაბური ღონისძიებებით გეგმავს

0

,,ბოლნელები საქართველოსატვის 2017″- ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.
ფესტივალის ფარგლებში 3 დღიანი ღონისძიებები იგეგმება.
24 მაისს, 18 საათზე, ბოლნისის კულტურის სახლი, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს ,, საუკუნის მკვლელობას” უმასპინძლებს, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს და მის 180 წლის იუბილეს უკავშირდება.
ბილეთის ფასია: 3 ლარი.
,,ერთად ვუმღეროთ საქართველოს დიდებას”, სწორედ ამ სათაურის ქვეშ ერთიანდებიან ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხელოვანები. ღონისძიებას, რომელიც 25 მაისს, 18 საათზე კულტურის სახლში გაიმართება სამოქალაქო განვითარების ფონდი ატარებს.
ბილეთის ფასია: 5 ლარი.
ფესიტვალი 26 მაისს დაიხურება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი საერთო სახალხო სეირნობაზე გეპატიჟებათ.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.სპორტული ღონისძიებები კი ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.
ფესტივალი 16 საათზე ანსამბლ ,,ალილო”-ს ღონისძიებით დაიხურება.

 


Share.

Leave A Reply