ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„სოციალურ ქსელ Facebook-ში ბოლნისის მაცხოვრებელმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბოლნისის მუნიციპალიტეტი აპირებს ე.წ. ისტორიულ უბანში მდებარე ვერხვის მოჭრას, რაც არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
ვფიქრობთ, აღნიშნული განცხადება მიზანმიმართულად ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კერძოდ, ბოლნისის გამწვანების სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით.
მოგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური შეიქმნა 2014 წელს და მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული გამწვანების ობიექტების მოწყობა, მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია.
გამწვანების სამსახური, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მოსახლეობიდან შემოსული განცხადების საფუძველზე, პერიოდულად ახორციელებს ხეების სანიტარულ ჭრებსა და გადაბელვით სამუშაოებს.
მიმდინარე წელს, სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ფიჭვი მოჭრეს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საცხოვრებელ სარდაფებსა და სახურავებს.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქმიანობა არის გამჭვირვალე და მზად ვართ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დიალოგისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში.


Share.

Leave A Reply