ბოლნისის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

0
 “19 მაისი-დღე, როცა მე-12 კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან, სკოლის მშობლიურ კედლებს ემშვიდობებიან, ბავშვობას ტოვებენ და სხვა სამყაროს უერთდებიან, რაღაც ახალს, მათთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელსა და უზომოდ საინტერესოს. დღეიდან ისინი დამოუკიდებლად შეეჭიდებიან ცხოვრების სირთულეებს. დღეს, არჩეული გზა კი განსაზღვრავს მათ მომავალს. წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 385 კურსდამთავრებული გვყავს, მათი ცოდნით აღჭურვისათვის პედაგოგებმა 12 წლის მანძილზე არც დრო და არც ენერგია დაიშურეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ღირსეულ ნაბიჯებს გადადგამენ ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში! ვულოცავ, ყველა მე-12 კლასელს სკოლის დამთავრებას, თითოეულ მათგანს ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს ! თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!”-გოგი მეშველიანი

 


Share.

Leave A Reply