ბოლნისელი მოზარდები საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ღონისძიებებს დაესწრნენ

0

„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“,- ამ პროექტის ფარგლებში 1 მაისს გასართობ ცენტრ „მინიონებში“ შშმ და მძიმე ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები და თუმანიშვილის თეატრი.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქართული შოუბიზნესისა და რუსეთიდან ჩამოსულმა კინოსა და თეატრის წარმომადგენლებმა.
ამავე დღეს გაიმართა კონფერენცია სასტუმრო „თიფლისში“ თემაზე „გადავარჩინოთ სხვისი შვილების სიცოცხლე“ და საქველმოქმედო საღამო, შემოსული თანხა მოხმარდება პროექტში მონაწილე ბავშვებს.


Share.

Leave A Reply