საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” მორიგი სხდომა გაიმართა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებ“-ის მორიგი სხდომა გაიმართა. მსჯელობის საგანი მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო. დეპუტატებს , ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა გიორგი სიკინჭალაშვილმა 2017 წლის გეგმისა და 2016 წლის შესრულების შედარებითი ანალიზი წარუდგინა. ფრაქციის თავმჯდომარემ ნუკრი ანდრიაძემ, ფრაქციის წევრებს მოუწოდა მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება და მოიკვლიონ ადგილზე არსებული პრობლემები.


Share.

Leave A Reply