რა შედეგებით დასრულდა საერთაშორისო ტურნირი სამბოში

0

ბოლნისელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს. თორმეტმა ბოლნისელმა მონაწილემ მეორე და მესამე ადგილები თანაბრად გადაინაწილეს, ოთხმა  კი პირველი ადგილი აიღო.

21-ე საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა სამბოში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში საზეიმო ვითარებაში გაისხნა და ორი დღე მიმდინარეობდა. ტურნირი 1989 წლის 9 აპრილს ქალაქ თბილისში და 1990 წლის 20 იანვარს ქალაქ ბაქოში, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ეძღვნებოდა. მასში 2001-2002, 2004-2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ. აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და საქართველოს რეგიონების გუნდებთან ერთად აზერბაიჯანის გუნდებიც მონაწილეობენ. გამარჯვებულები ტურნირის ბოლოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.


Share.

Leave A Reply