რაჭისუბანში სკვერი მოეწყო

0

სოფელ რაჭისუბანში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 900 მ2  მიწის ფართობზე საზეიმო ვითარებაში სკვერი გაიხსნა, რომელიც რაჭისუბანის საჯარო სკოლის პროექტის „გავილამაზოთ ბავშვობა“ პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში განხორციელდა. სკვერის მოსაწყობად ფართი ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გამოყო, ხოლო დაფინანსება  „Ph intertaimat”-მა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.

წითელი ლენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანიასთან ერთად გაჭრა.

რაჭისუბანის საჯარო სკოლის გვერდით ასევე კეთილმოეწყო სპორტული მოედანი, ამასთან დაკავშირებით სიმბოლურად ერთმანეთს შეხვდნენ სოფლების რატევანისა და რაჭისუბანის სკოლის მოსწავლეები მინი ფეხბურთში. ტურნირის შემდეგ სკოლაში ღონისძიება ჩატარდა. ასე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა  სპორტის საერთაშორისო დღე სოფელ რაჭისუბანში.


Share.

Leave A Reply