პროკურატურამ სკოლებს შორის ვიდეო კონკურსი ჩაატარა

0

დღეს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ძალადობის თემაზე, სკოლებს შორის  ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა.

,,მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“- ასე ერქვა კონკურსს, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ექვსი და დმანისის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეო რგოლებს ათ ბალიანი სისტემით, კომპეტენტური ჟიური აფასებდა. გამოვლინდა სამი საუკეთესო ვიდეო. ქულათა რაოდენობის მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა: მესამე ადგილი სოფელ რატევანის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი  ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლამ, პირველი ადგილი კი სოფელ ტანძიის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულები და მონაწილეები  შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

,,ჩვენს ვიდეოში ასახული იყო დღევანდელობა, რადგანაც ოჯახში ძალადობა ძალიან ხშირია და  დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვფიქრობ ღირსეულად შეგვაფასეს, მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს,“-განაცხადა გამარჯვებული ვიდეოს ავტორმა, სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი დადვანმა.

ტანძიის საჯარო სკოლა, საქართველოს მასშტაბით შერჩეულ საუკეთესო ვიდეოების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში, ვიდეო კონკურსი ,,მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდებ“, საქართველოს პროკურატურის მიერ ხორციელდება. კამპანია  მთელი  საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, მისი  მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენცია და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება .

,,კონკურსის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ მივაწოდეთ იმფორმაცია  ყველა სკოლას.  ნამდვილად კარგი ვიდეორგოლები შემოგვთავაზეს მონაწილეებმა,  კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო. ნამდვილათ დამსახურებულად გაიმარჯვა ტანძიის სკოლამ, მინდა მივულოცო მათ და წარმატებები ვუსურვო შემდეგ ეტაპზე.   თემატიკა არის ძალიან აქტუალური და პრობლემატური, შესაბამისად კამპანიის მიზანია  საზოგადოებაში მაქსიმალურად წამოვწიოთ ეს პრობლემა და მოვახდინოთ ახალგაზრდების იმფორმირება. ოჯახში ძალადობა არა მარტო კონკრეტული მსხვერპლის პრობლემაა, არამედ ეს არის სრულიად საზოგადოების პრობლემა, რომელიც უნდა შევაჩეროთ ერთად.  მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი სახის აქტივობები და იმედია კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება,“-განაცხადა ბოლნისის პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.


Share.

Leave A Reply