საბიბლიოთეკო კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მთავარი ბიბლიოთეკა იწყებს პროექტს ,,შეიძინე და აჩუქე წიგნი მთავარ ბიბლიოთეკას“.
„პროექტის მიზანია, მეტი ახალი ლიტერატურა მივაწოდოთ ახალგაზრდა მკითხველს. ახალი წიგნი ბიბლითეკის ახალი სიცოცხლეა.”- აცხადებენ ბიბლიოთეკაში.
პროექტს უკვე გამოუჩნდა პირველი მხარდამჭერი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ლონგინოზ გასანოვის სახით, მან ბიბლიოთეკას წიგნები უკვე გადასცა.