ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ბოლნისელებს 4 მაისს ეპატიჟება, ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწერალ დათო ტურაშვილთან შესახვედრად. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ის 15 საათზე დაიწყება.
ასევე, 4 მაისს ბოლნისელ მაყურებელს საშუალება ექნება, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ნახოს თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ჯინსების თაობა” – რეჟისორი დავით დოიაშვილი. დასაწყისი 18:00 საათზე.
ბილეთის ფასი: პარტერი 10 ლარი, აივანი 5 ლარი.
ბილეთები გაიყიდება კულტურის სახლის სალაროში.