გოგი მეშველიანმა პარლამენტში ბოლნისელ საჯარო მოხელეებს უმასპინძლა

0

 21 აპრილს, ბოლნისის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, საქართველოს პარლამენტში , ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის იმ საჯარო მოხელეებს უმასპინძლა, რომლებიც “ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის” კურსანტები არიან. 19აპრილს ჟვანიას სკოლამ განაახლა სასწავლო პროცესი საჯარო მმართევლობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივ კურსებზე: საჯარო ორგანიზაციების მართვა; ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება; სახელმწიფო შესყიდვები; საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; საჯარო ფინანსები და შიდა აუდიტი; ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა. კურსი 15 სასწავლო დღეს მოიცავს. “სასწავლო პროცესში თითოეულ კურსანტს ვუსურვებ წარმატებას, “ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა” მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებისა და საჭიროებების შესაბამისად საჯარო მოხელეებისთვის კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლების უზრუნველყოფად.”-გოგი მეშველიანი.


Share.

Leave A Reply