ბოლნისსა და კაზრეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა მოხდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გადაიხურება.

დაბა კაზრეთში #9/1,12/8 და ქალაქ ბოლნისის სულხან- საბა ორბელიანის ქუჩა #193 -ში და დავით აღმაშენებლის ქუჩა #7-ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს დაზიანებული სახურავი შეეცვლებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება თვის ბოლომდე დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


Share.

Leave A Reply