ბოლნისის რაიონულმა პროკურატურამ გამწვანების აქცია მოაწყო

0

 „მირიანის ფაცხაში“ დარგულ მწვანე ნარგავებს დღეს ოცამდე ცაცხვის ნერგი შეემატა. ბოლნისის რაიონულმა პროკურატურამ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია მოაწყო და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნერგები დარგეს. აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურიც ჩაერთო,  ტერიტორიაზე, სადაც გასულ წელს ქართული  ფიჭვი დაირგო და წვეთოვანი სისტემა დამონტაჟდა, მათ ნერგების დასარგავად ორმოები ამოიღეს.


Share.

Leave A Reply