ბოლნისის მუნიციპალიტეტმა  საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები”-ს უმასპინძლა

0

დაბა კაზრეთის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება გაიმართა , რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ლიტერატურული პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში განხორციელდა .
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ. პარკის შიდა სივრცე მთლიანად იყო ათვისებული სხვადასხვა კომპოზიციებით. პროექტის ფარგლებში მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, ასევე ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ქ. ბოლნისში გერმანელების ცხოვრების ამსახველი ფოტო – ექსპოზიციისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სოფელ ტანძიის, ბოლნისის ეპარქიის ციხე – ტაძრების ფოტო – ექსპოზიციის გამოფენები.
ნინო გუგეშაშვილი, ლელა ცუცქირიძე, რობერტ მესხი, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი კაკაბაძე და მარიამ წიკლაური- ეს იმ პოეტების ჩამონათვალია, რომლებიც დაბა კაზრეთში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ და საკუთარი შემოქმედება გააცნეს მაცხოვრებლებს. ღონისძიება ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა გაალამაზეს.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ავტორებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შეხვედრებს მკითხველებთან.
დღევანდელ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.


Share.

Leave A Reply