,,ბოლნისის ახალგაზრდული იდეის“ კომიტეტი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა აქტივობებს

0

,,ბოლნისის ახალგაზრდული იდეის“ კომიტეტი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა აქტივობებს. მათ მიერ დაფინანსებული მესამე პროექტის: ,,ჩვენი ენა ქართულის“ პირველი ეტაპი 13 აპრილს განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებდა ქართველ ავტორთა ნაწარმოებების წიგნების შეძენას და იმ სკოლებისთვის გადაცემას, რომელიც ჩართულია კონკურსში. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ის 25 აპრილიდან დაიწყება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი ხუთი საჯარო  სკოლის: ნახიდური, სავანეთი, ქვემო ბოლნისი, ხატისოფლისა და მუხრანას მოსწავლეები ერთმანეთს  ქართველი მწერლების ნაწარმოების მხატვრულ კითხვაში  შეეჯიბრებიან. გამოვლენილი ხუთი სკოლის ხუთი მოსწავლე დაჯილდოვდება ,,საუკეთესო მოქართულე“-ს სიგელებით. აქედან I, II და III ადგილზე გასულს საჩუქრად თითო წიგნი გადაეცემათ.

ჯუნა აბაშიძე ,,ბოლნისის ახალგაზრდული იდეა“-ს პროექტის ავტორი;

,,ვინაიდან ქვემო ქართლში არაერთი არაქართულენოვანი საჯარო სკოლაა, ვფიქრობ რომ, საჭიროა მათ ბიბლიოთეკებს გადაეცეთ ქართველ ავტორთა ნაწარმოებები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას“

 


Share.

Leave A Reply