პირველი ვარსკვლავი სკოლის ისტორიაში და იუბილარი პედაგოგებისადმი მიძღვნილი ლამაზი საღამო

0

7 მარტს პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარაბაზში უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეები ერთად ზეიმობდნენ ქალთა დღეს და ამაგდარი პედაგოგის ლია ხურცილავას 70 წლის იუბილეს.

ლია ხურცილავა 70 წლის, ლილი ხლუდოვა 60 -ის, ირმა წაქაძე და თინა ფრუიძე კი 50 წლის – დღეს ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ერთდროულად 4 პედაგოგის იუბილე აღინიშნა. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ამაგდარი მასწავლებლებისათვის ლამაზი საღამო მოაწყვეს. პორტრეტული შტრიხები, დახასიათებები, ვიდეო მილოცვები , პოეზია და მუსიკა- დღეს შეკრებილმა საზოგადოებამ ერთად გადაავლო თვალი 4 პედაგოგის დღემდე განვლილ ცხორებასა და მიღწევებს. კითხვაზე:,, თუ რას შეცლიდა ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შეეძლოს?“, ოთხივე მათგანმა ერთნაირად გამოთქვა განვლილი ცხოვრებით კმაყოფილება.

ღონისძიებას სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია და სკოლის ისტორიაში პირველად ლია ხურცილავას, სკოლის რედაქციის გადაწყევტილებით ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაუხსნეს, რომელიც სკოლის სტენდს დაამშვენებს. ვარსკვალვის გახსნის ცერემონიალს ემოციების გარეშე არ ჩუვლია. ღონისძიების დასასრულს ლია ხურცილავამ, მადლობის ნიშნად, საზოგადოებას სცენიდან უმღერა.

ლია ხურცილავას 70 წლის იუბილე, მისივე აღზრდილმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიულოცა. დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა მას საჩუქრად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირადი წერილები, ჩანაწერები, ფოტოების ორტომეული გადასცეს.

,,მინდა გულით მივულოცო ლია მასწავლებელს იუბილე, დიდხანს სიცოცხლე, ენერგიულობა და მუდამ საყვარელ ბავშვებთან ყოფნა ვუსურვო. ლია მასწავლებელმა, მრავალი წელი ღირსეულად შეალია სკოლას და დიდი დამსახურება აქვს უამრავი ბავშვის აღზრდაში. დღეს ასევე, სამი პედაგოგის იუბილეა, მათაც ვულოცავ. ჩვენ ამ პატარა ღონისძიებით გავულამაზეთ ერთი დღე, როგორც ქალბატონებს ისე პედაგოგებს”-აღნიშნა სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.


Share.

Leave A Reply