შეხვედრა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან

0

დღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში  მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნული პროექტი სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანია საქართველოში დაინერგოს სივრცე, სადაც მრჩეველთა საბჭომ ურთიერთდამაკავშირებლის როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებასა და გამგეობას შორის. ასევე მრჩეველთა საბჭოს აქვს უფლება-მოსილება ჩაერთოს და განსაზღვროს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, ვიდრე მას გამგებელი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს.

მამუკა აბულაძე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი:

-ასეთი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა მოქალაქეთა ჩართულობის ეს ფორმა გახდება ტრადიციული, ამით საზოგადოებაც მოიგებს, ხელისუფლებაც უფრო ეფექტურად დახარჯავს თანხებს და ქვეყანაც წინ წავა. ასევე  გვინდა რომ მრჩეველთა საბჭო არ შემოიფარგლოს მხოლოდ კონსულტანტის როლით და საზოგადოების ფართო წრეები ჩართოს მუნიციპალიტეტის მუშაობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


Share.

Leave A Reply