ტანძიის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

0

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ბიუროს ოფისში სოფლ ტანძიის მოსახლეობას შევხვდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ იმ შეღავათებით რასაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონი ითვალისწინებს, რაც მათი თქმით ხელს შეუწყობს ადგილზე მიგრაციის შეჩერებას.

“ადგილობრივებთან შევთანხმდით, რომ შევაგროვებთ დამატებით ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ, ერთობლივად შევიმუშავებთ ახალ განაცხადს და წარვუდგენთ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს. ჩვენის მხრივ კი ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საკითხი ტანძიელების სასარგებლოდ გადაწყდეს.”- განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply