სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ტროტუარებისა და ჯებირის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე არსებული ტროტუარებისა და ჯებირის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებული ბორდიურების დემონატაჟი უკვე განხორციელდა, რომელსაც ბაზალტის ბორდიურები ჩაანაცვლებს. ასევე მოხდება ჯებირის ზედაპირის მოპირკეთება ბაზალტის ქვით. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 2 თვეში დაასრულებს. პროექტის განხორციელებისას დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


Share.

Leave A Reply