„სიონმა” დავით ყიფინის სახელობის თასზე პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა

0

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის შეხვედრა “სიონმა”, სტუმრად წალენჯიხის “სქურის” წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით – 1:3 დამარცხა.

ბოლნისელებს, წალენჯიხის, საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონი ცუდ მდგომარეობაში დახვდათ. უხვმა წვიმამ მოედნის საფარი მთლიანად დატბორა, სადაც თამაში შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მთავარმა არბირტმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა თამაში არ გადადო. მოდნის ცუდმა მდგომარეობამ თამაშის ხარისხზე იმოქმედა, თუმცა სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა ოთხი გატანილი გოლი იხილა.

შეხვედრის 32–ე წუთზე ანგარიში “სიონის”ახალწვეულმა ენვერ ლილუაშვილმა გახსნა. 57–ეწუთზე მანვე გაზარდა ბოლნისელების უპირატესობა. 67–ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოსულმა ივანე ხაბელაშვილმა გამოიჩინა. მატჩის მიწურულს, მასპინძებმა უკანასკნელი შანსი გოლად აქციეს. მასპინძელთაგან ერთადერთი ბურთი გიორგი სალიამ გაიტანა.
თასის გათამაშების ერთრაუნდიან ბრძოლაში კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა იმარჯვეს და მერვედფინალური ეტაპის საგზურიც მათვე ერგოთ.

წყარო: http://fcsionibolnisi.com


Share.

Leave A Reply