საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ

0

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ზეიმი მზის ამოსვლასთან ერთად,  ცეკვით და სიმღერით იწყება. ფახლავა და შაქარლამა, დღესასწაულის  ის მთავარი ტკბილეულია, რითაც მისულ სტუმრებს უმასპინძლდებიან. ბაირამი  აზერბაიჯანელ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრმა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიულოცა.

ადგილობრივებმა ბაირამი სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებით აღნიშნეს. ამ დღისთვის მომზადდა ტრადიციული კერძები და ტკბილეული, შესრულდა ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც გაზაფხულმა, ანუ ახალმა დღემ, ოჯახები ხვავით და ბარაქით უნდა აავსოს. სუფრის მთავარი ატრიბუტი ჯეჯილი და წითელი კვერცხია, რაც სიცოცხლის სიმბოლიდ ითვლება.

აზერბაიჯანელები ეროვნულ დღესასწაულს საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამი დღის და ღამის გათანაბრებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.


Share.

Leave A Reply