საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ბოლნისში

0

,,საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება’’ პროექტის ფარგლებში ბოლნისში პირველად დაიგეგმა ტური ქართულ – გერმანული კულტურა და მემკვიდრეობა. საქართველოს უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ბოლნისს სტუმრობდნენ, მათი ის გზა გაიარეს, რაც გერმანელებმა ბოლნისში ცხოვრების პერიოდში შექმნეს. ღვინის ქარხანა, გერმანული უბანი,ღვინის მარანი და სხვა- ობიექტები სტუდენტების ობიექტივში მოხვდა, ბოლნისზე შთაბეჭდილებები სალექციო ნაშრომად იქცევა. „შთაბეჭდილებებით მივდივართ, ვფიქრობ  ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა ტურისტულმა კომპანიებმა ძალისხმევა გამოიყენონ და ტურები გაამრავალფეროვნონ,  მოიზიდონ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურები და ტურისტები“. – აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა ეკა დევიძემ.


Share.

Leave A Reply