სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ტურნირზე ბოლნისელი მოცეკვავეები ფინალისტები გახდნენ

0

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ტურნირზე ბოლნისელი დებიუტანტი  მოცეკვავე, 8 წლის ნატალი სვანიძე მონაწილეობდა. ნატალიმ მეოთხედ ფინალში ,,ჩა- ჩა- ჩა“ შეასრულა და   მეოთხე ადგილი დაიკავა.

გუგა საყვარელიძემ კი ,,იუნიორ 2’’-ში მიიღო მონაწილეობა.  სპორტული ფედერაციის მიერ ჩატარებულ ,,იუნიორ 2’’, თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც გუგამ 10 ცეკვა შეასრულა და როგორც ჟიურის, ისე ფედერაციის პრეზიდენტის მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ ტურნირზე ბოლნისელი მოცეკვავე უძლიერეს, რეიტინგულ მოცეკვავეებს  შორის ფინალისტი გახდა და მეოთხე ადგილი მოიპოვა.

„როდესაც გამოაცხადეს ფინალისტებს შორის ნატალის სახელი და გვარი, ვერ აგიხსნით რა დამემართა, ნამდვილად არ ვიცოდი ეს პატარა დებიუტანტი მოცეკვავე  მეოთხე ადგილს თუ დაიკავებდა. ვინც არ იცის, თუნდაც ფინალში მოხვედრას რამხელა შრომა სჭირდება, მისთვის არაფერია, მაგრამ როცა ოც-ოცდაათ მოცეკვავეს შორის ექვს საუკეთესოში ხვდები, უკვე დიდი წარმატებაა. რაც შეეხება გუგას, მინდა გითხრათ, რომ ,,იუნიორ 2’’-ში ანუ 13-დან 16 წლამდე მოცეკვავეებში გამართულ ტურნირზე გუგაც დებიუტანტი იყო. 10 ნომრით გამოვიდა უძლიერეს მონაწილეებთან ერთად, უდიდესი კონკურენცია იყო თუმცა მიუხედავად ამისა გუგამ მეოთხე ადგილი მოიპოვა. მისი გამოსვლა იყო ნამდვილი შოკი. ჟიურის წევრები აღფრთოვანებულები დატოვა. როდესაც დამთავრდა ტურნირი, მოვიდა ფედერაციის პრეზიდენტი გიგი გაჩეჩილაძე და მითხრა „გუგა არის შოკი. ისე დახვეწილად ცეკვავს, ისეთი ვიზუალი აქვს, თვალს ვერ მოსწყვეტო“. ეს იყო ჩემთვის უსაზღვრო სიხარულო, როგორც პედაგოგი ძალიან ამაყი და გახარებული წამოვედი ტურნირიდან. ახლა კი ვეცდებით კიდევ უფრო წინ წავიდეთ, თუმცა მე პრეტენზია არ მაქვს საპრიზო ადგილებზე, ფინალისტობაც დიდი მიღწევაა“, განაცხადა ბოლნისის ლათინო-ამერიკული ცეკვების ქორეოგრაფმა გოჩა ხელიძემ.


Share.

Leave A Reply