სად იცხოვრებენ ძალადობის მსხვერპლი ქალები

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალებს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ბოლნისში  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონებისთვის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება. პროექტს  „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს და ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

-სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ოჯახში ძალადობის ბევრი ფაქტია.  ჩვენი მოვალეობაა ხელი შევუწყოთ პრევენციას. სწორედ ამის გათვალისწინებით, დღეს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  „არა, ოჯახურ ძალადობას“, მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება,  გამოვყოთ ფართი, სადაც განთავსდება  საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი. ჩვენ ბოლომდე შევუწყობთ ხელს აღნიშნული პროექტის განვითარებასა და მდგრადობას.

ჯაბა ბრეგვაძე, „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“-ს იურისტი:

-პროექტის ფარგლებში „არა, ოჯახურ ძალადობას“ გაიხსნება ცენტრი, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები გარკვეული პერიოდი იცხოვრობენ. საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარები გაივლიან სხვადასხვა სახის მასტერკლასებსა და ტრენინგებს.  ასევე მოხდება მათზე მცირე გრანტების გაცემა, რათა   განახორციელონ საკუთარი მცირე ბიზნესი.


Share.

Leave A Reply