საბავშვო ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

0

„ჯადოსნური ზღაპარი, თამაში და დღესასწაული“ ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ქალაქ ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკამ წარმოგვიდგინა. ღონისძიება მიეძღვნა ქალთა დღესასწაულებს, პატარა მკითხველებმა დედებს ლექსები წაუკითხეს და გვიამბეს სამი გოჭის ზღაპარი. დაწყებითი კლასის მოსწავლეები წიგნის სიყვარულთან ერთად სწავლობენ მეგობრობას და ადამიანურ ურთიერთობებს, რომელშიც ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დიდი წვლილი მიუძღვით.

ეკა ჩაგელიშვილი, ააიპ „კულტურის საკლუბო,  საბიბლიოთეკო სამუზეუმო, გაერთიანების“ ბიბლიოთეკების კურატორი:

-მნიშვნელოვანია რომ დღეს ბავშვები მოდიან ბიბლიოთეკაში წიგნის საკითხავად, მათ თანამშრომლები ისე ლამაზად ხვდებიან, ისე მიყავთ წიგნის კითხვამდე, რომ სურვილი უჩნდებათ  კიდევ მოვიდნენ. მე  აღფრთოვანებული ვარ ამ  ლამაზი ღონისძიებით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

ნანა კირკიტაძე, ბიბლიოთეკარი:

-ამ ღონისძიებისთვის შეიკრიბნენ არაჩვეულებრივი ბავშვები, თვენახევრის მუშაობა დაგვჭირდა რომ  ღონისძიება ასე ლამაზად ჩატარებულიყო. ისინი ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან.

თამრიკო მღვდელაძე, საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერი:

-ჩვენთან ხშირად ტარდება ასეთი ღონისძიებები. ჩვენმა შვილებმა ზღაპრებიდან უნდა ისწავლონ კითხვის სიყვარული, ამიტომ  გადავწყვიტეთ  დაწყებითი კლასების ბავშვები ჩაგვერთო ზღაპარში, რომ შეიყვარონ წიგნი და ისწავლონ  ერთმანეთის სიყვარული და ერთგულება.

ღონისძიების დასასრულს მონაწილე ბავშვებს ბიბლიოთეკის მენეჯერმა წიგნები უსახსოვრა.


Share.

Leave A Reply