რბოლა ბოლნისში – სანახაობამ ტრადიციული სახე მიიღო

0

საგანგებოდ დახაზულ ფინიშის ხაზთან წამმზომიც ჩაირთო პირველი მრბოლელი ადგილიდან დაიძრა. მან 150 მეტრიანი მონაკვეთი უნდა დაფაროს. ბოლნისი-ხატისოფლის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე კვირაა ერთგვარი სანახაობა ეწყობა. მოყვარულები ერთმანეთს გარბენში ეჯიბრებიან, მათ შორის უმეტესობა სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულები არიან.

კარგმა ამინდმა და მობილიზებულმა ბაიკერებმა ლამაზი სანახაობას შექმნეს. მსგავსი სახის ღონისძიებების მოწყობა ერთი იდეის გარშემო შეკრებილმა მეგობრებმა შეძლეს.  სოციალური ქსელში ფეისბუქის გვერდი შექმნეს და ყველა მსურველს, ვინც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.  ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, მიზანი მაღალი სიჩქარის მოყვარული მძღოლების უსაფრთხოებაა, რათა თავი შეიკავონ ცენტრალურ მაგისტრალზე დრიფტისაგან და შესაძლებლობები მათ მიერ ორგანიზებულ დრაგში გამოსცადონ.

მოტო რბოლის შემდეგ, რომელიც ხატისოფლის გზაზე ჩატარდა, ღინისძიებამ ე.წ. „მტს“ ეზოში გადაინაცვლა, აქ მაყურებელს  საშუალება მიეცა  ავტომობილების რთული და ლამაზი სანახაობა ენახა. მოტორბოლაში გამარჯვებულები ნაჩვენები საუკეთესო დროის მიხედვით გამოვლინდნენ. I, II, III ადგილზე მფლობელებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.

მოყვარულები, რომელთა შორისაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდნენ, ყოველ კვირას ლამაზ სანახაობას გვპირდებიან. მათ მიერ შესრულებული თითოეული მანევრი როგორც მონაწილეებში, ასევე მაყურებელში მოზღვავებულ ადრენალინს იწვევს და კვირიდან კვირამდე დროს წამზომზე ითვლიან.


Share.

Leave A Reply