პროკურატურის ანტინარკოტიკული კვირეულის ფარგლებში ბოლნისში მოსწავლეებთან შეეხვედრა გაიმართა

0

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ანტინარკოტიკული კვირეულის ფარგლებში მიმდინარე წლის 20 მარტიდან კამპანია დაიწყო. შეხვედრები გაიმართება საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. ბოლნისის პროკურატურის პროკურორი ლუკა გამყრელიძე დღეს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. რა არის ნარკოტიკი და ნარკოტიკული საშუალებები – ამის შესახებ პროკურორმა მოზარდებს პრეზენტაცია წარუდგინა. 10 წლის ასაკის ზემოთ მოსწავლეებთან შეხვედრა განაპირობა საქართველოს მთავარი პროკურატურის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თანახმადაც ამ ასაკში უკვე გამომჟღავნდა მომხმარებელი და პირველად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება კანაფი. ერთ საგაკვეთილო დროში პროკურორმა მთლიანად მიმოიხილა თემა და მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა.


Share.

Leave A Reply