„ეკო ჰაბი“ კაზრეთელი ბავშვებისათვის

0

CENN – ის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, 15 მარტს ახალგაზრდული „ეკო ჰაბი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. „ეკო ჰაბის“ არსებობა ხელს შეუწყობს დაბის და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში.
ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა აუცილებელი ინვენტარით, ინტერიერითა და გარემოსდაცვითი ბიბლიოთეკით. ამასთანავე სკოლაში ცენტრის ბაზაზე შეიქმნება პედაგოგებითა და მაღლი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ეკო კლუბი. სკოლის მოსწავლეები გახდებიან CENN-ის ელექტრონული ქსელის მომხმარებლები და ყოველდღიური ინფორმაცია ექნებათ რეგიონში გარემოსდაცვითი კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
კაზრეთს „ეკო ჰაბის“ ოფიციალური გახსნა 2017 წლის 15 მარტისთვის იგეგმება. „ეკო ჰაბი“ რიგით მეორე ცენტრია, რომელსაც CENN რეგიონული პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში,“ ფარგლებში აკეთებს. პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით.


Share.

Leave A Reply