ბოლნისი ანზორ მარგველანის სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

0

მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეთორმეტე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის. ორდღიანი ტურნირი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. 500-მდე სპორტსმენი ორ ასაკობრივ ჯგუფში (2002-2003-2004-2005) ორი დღის განმავლობაში იასპარეზებს. ანზორ მარგველანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და  სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას. ძიუდოს დარბაზში ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო.

გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდებიან, ხოლო გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ  გუნდებს ანზორ მარგველანის სახელობის თასები გადაეცემათ.


Share.

Leave A Reply